კალათბურთი

21:08 | 20.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 9 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში „ტენერიფე“ სტუმრად „ბასკონიას“ დაუპირისპირდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 93:89 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 9 ქულა, 6 მოხსნა და თითო პასი-დაფარება დააგროვა. გიორგიმ 7-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ბასკონიას“ რიგებში ტრავმირებულ კამარ ბოლდუინს არ უთამაშია. საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 19 ქულა და 9 პასი მიითვალა.

„ტენერიფეს“ პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, 22 მოგებით და 6 წაგებით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 26 აპრილს, ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიას“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098355