ფეხბურთი

19:20 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "იმედი მაქვს, რომ "რეალში" რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, იმედი აქვს, რომ „რეალში“ რაც შეიძლება დიდხანს დარჩება.

„ამ სეზონში პრობლემები აშკარაა: დაცვაში ორი ძირითადი მოთამაშე დავკარგეთ და მათი შეცვლა რთული იყო. ჩვენი თამაში შევცვალეთ და სხვადასხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშეები გამოვიყენეთ, მაგრამ ბალანსის პოვნა გაგვიჭირდა. იმედი გვაქვს, ახლა ვიპოვით. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, გამარჯვება გაგვიჭირდება.

თუ „რეალი“ ლა ლიგასა და ესპანეთის თასს მოიგებს, წასვლა მაინც მომიწევს? ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

გულწრფელად რომ ვთქვა, იმედი მაქვს, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები და თუ ერთ დღეს ეს დამთავრდება, მადლიერი ვიქნები და ქუდს მოვიხდი ამ კლუბის წინაშე, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096446