კვიპროსის ჩემპიონატის 32-ე ტურში „აპოელმა“ „არისი“ 2:1 დაამარცხა, ლაშა დვალი კი, საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი მცველი თამაშში 42-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო. იმ დროისთვის „აპოელი“ მარცხდებოდა. 73-ე წუთზე ლაშა შეტევაში სტანდარტულისას ჩაერთო და კონსტანტინოს ლაიფისს დაეხმარა გატანაში, რომელმაც გაათანაბრა. შემდეგ მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და მოიგეს.
„არისში“ შეუცვლელად ითამაშა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც ყვითელი ბარათიც მიიღო.
„არისი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „აპოელს“ 51 ქულა აქვს და მეხუთე საფეხურზეა.









