სხვა

9:33 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიამ მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო, ბრძოლის სავარაუდო თარიღიც ცნობილია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მომდევნო ორთაბრძოლისთვის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. ამის შესახებ "ლეგენდამ" გულშემატკივარს X-ზე გაკეთებული პოსტის საშუალებით ამცნო.

როგორც თოფურია წერს მან მოსამზადებელი კემპი დაიწყო. ესპანური გამოცემები ირწმუნებიან, რომ თოფურიას ბრძოლა UFC 317-ზე 28 ივნისს გაიმართება და დიდი ალბათობით მისი ბრძოლა მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარზე შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა, მის ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი ფიქრობს, რომ ილია პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს, თუმცა ქართველი მებრძოლი სულ სხვა აზრზეა, მისი თქმით UFC-ი მას საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა, რისი შესრულების იმედიც აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091443