ფეხბურთი

1:52 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" არდა გიულერმა მოაგებინა

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ბარსელონას“ „რეალმა“ გამარჯვებით უპასუხა. კარლო ანჩელოტის გუნდმა სტუმრად „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა.

მატჩის სტარტზე არდა გიულერმა გაიტანა და როგორც შემდგომ გაირკვა, ეს გამარჯვების გოლი იყო. ამრიგად, სტატუსკვო უცვლელი დარჩა.

„ბარსელონას“ 76 ქულა აქვს, „რეალს“ – 72. შესაბამისად, სხვაობა ისევ 4 ქულაა. მომდევნო ტურში „ბარსა“ „ვალიადოლიდს“ ესტუმრება, „რეალი“ „სელტას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0914