ფეხბურთი

17:21 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

13-წლიანი ურთიერთობის დასასრული: ჯეიმი ვარდი "ლესტერს" დატოვებს

„ლესტერ სიტის“ სეზონის დასრულების შემდეგ ჯეიმი ვარდი დატოვებს. ინფორმაცია, როგორც ფეხბურთელმა, ისე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურეს.

38 წლის ინგლისელი ფორვარდი თუ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ „მელიებში“ აღარ ითამაშებს.

ვარდი „ლესტერს“ 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 წლის განმავლობაში 496 მატჩში 198 გოლი გაიტანა. 2015-2016 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა 24 გოლით, რითაც პრემიერლიგის ბომბარდირებში იმ სეზონში მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩა (1 გოლით). თუმცა, ეს ჯილდო 2020 წელს მაინც მოიგო, როცა სეზონი 23 გოლით დაასრულა.

2016 წელს მოგებული ისტორიული პრემიერლიგის გარდა, კეინმა „ლესტერთან“ ერთად ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასიც მოიგო.

„თქვენთან ერთად დაუვიწყარი 13 წელი გავატარე“, - ასე დაემშვიდობა ჯეიმი „ლესტერის“ ფანებს, ხოლო კლუბის სოციალურ ქსელში წერია: „ჩვენი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯეიმი ვარდი, „ლესტერს“ სეზონის ბოლოს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ლესტერ სიტიმ“ ეს სეზონი პრემიერლიგაში გაატარა, მაგრამ ჩემპიონშიფში უკვე დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096367