ძიუდო

18:59 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა რუსი დარია კურბონმამადოვა, შვეიცარიელი ბინტა ნდიაე და ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა, ფინალში ეთერის მეტოქე გერმანელი სეია ბალჰაუსი იყო, რომელთანაც დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა ლაშა შავდათუაშვილს, რომელმაც ჩეხი ხუსნიდინ კარიმოვი, თურქი ბილალ ჩილოღლუ და კოსოველი აკილ გიაკოვა დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან მარცხი განიცადა. შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ იოან-ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდა, მაგრამ მასთანაც წააგო და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში თითო ოქრო-ვერცხლია: გიორგი სარდალაშვილმა ოქროს და ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092188