UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა მომდევნო ორთაბრძოლისთვის მოსამზადებელი კემპი დაიწყო.
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანელი MMA-ს ექსპერტი ალვარო კოლმერენო ავრცელებს, გარდა ამისა, ამ ინფორმაციას ადასტურებენ სხვა და სხვა MMA-ს ექსპერტები.
როგორც იცით, ორი დღის წინ მომდევნო ორთაბრძოლისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო ილია თოფურიამაც, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდია შანსი ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირება ვნახოთ, რასაც ამდენი ხანი ველოდით.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით თოფურიას ბრძოლა UFC 317-ზე 28 ივნისს გაიმართება და ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე კი, ისლამ მახაჩევი იქნება.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა, მის ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი ფიქრობს, რომ ილია პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს, თუმცა ქართველი მებრძოლი სულ სხვა აზრზეა, მისი თქმით UFC-ი მას საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა, რისი შესრულების იმედიც აქვს.







