NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში "ოკლაჰომა" სტუმრად მემფის დაუპირისპირდა და 114:108 დაამარცხა, ამ გამარჯვებით "ოკლაჰომა" სერიაში 3:0 დაწინაურდა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
შეხვედრა მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 26 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა "ოკლაჰომას" კალათბურთელებმა NBA-ს ისტორიაში მეორე საუკეთესო ქამბექი შემოგვთავაზეს და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.
ცნობისთვის NBA-ში ყველაზე დიდი ქამბექი "ლოს ანჯელეს კლიპერს" ეკუთვნის, რომელმაც 2019 წელს შეძლო და "გოლდენ სტეიტს" 31 ქულიანი უპირატესობა ამოუქაჩა.
"ოკლაჰომასა" და "მემფისის" შემდეგი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება.









