ფეხბურთი

11:04 | 26.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა MMA-ში კარიერას იწყებს: "მინდა, სუარესთან ვიჩხუბო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიკბინოს"

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი პატრის ევრა MMA-ში კარიერას იწყებს. ევრას დებიუტი საბრძოლო ხელოვნებაში 23 მაისს შედგება.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი უკვე წლებია სპორტის ამ სახეობის გამორჩეული სპორტსმენების გარემოცვაში ვარჯიშობს. პირველ ბრძოლას ის 23 მაისს, პარიზში, „აკორ არენაზე“ გამართავს.

„მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე მითამაშია, მოვიგე ყველა ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტიტული, მაგრამ პარიზში გასამართი PFL Europe ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული საღამო იქნება. წლებია, მსოფლიოს საუკეთესოებთან ერთად ვვარჯიშობ და ისინიც გეტყვიან, რომ მზად ვარ. 23 მაისს Accor Arena-ზე შოუს გავმართავ, მობრძანდით და ნახეთ. მკითხეს, ვისთან მინდოდა შეხვედრა, მე ვთქვი - ლუის სუარესი. ჩემი ჯიბიდან გადავიხდიდი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიკბინოს კიდეც“, - თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ასე რომ, 44 წლის ევრას ცხოვრებაში ახალი თავი იშლება, ის ძალებს MMA-ში მოსინჯავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092842