„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნიცასთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამ წაგების გამო საერთოდ არ ღელავს და გუნდის თამაშით კმაყოფილიც იყო:
„პირველ რიგში, „ნიცას“ ვულოცავ, თავისი შანსები 100%-ით გამოიყენა: პირველ ტაიმში ერთი შეტევა და გოლი, მეორე ტაიმში ორი შეტევა და ორი გოლი. არ მგონია, რომ შედეგი სამართლიანია. პირველ ტაიმში ვიმსახურებდით ანგარიშში წინ ყოფნას, მაგრამ ფრე იყო, უფრო მეტს ვიმსახურებდით. დაუმარცხებლობა იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს მიზანს ეს აცვლის: ფინალში გასვლა გვინდა.
საერთოდ არ ვღელავ ამ წაგების გამო, რადგან კარგად ვითამაშეთ, „ნიცას“ მეკარე შესანიშნავი იყო, წარმოუდგენელი 11 სეივი ჰქონდა. დღეს 30 დარტყმა გვქონდა და ახლავე ხელს მოვაწერდი იმას, რომ "არსენალთანაც" 30-ჯერ დავარტყათ. ჩემი გუნდი გამბედაობით გამოირჩევა, ეს ჩვენი მახასიათებელია. ფეხბურთელები დამწუხრებული არიან, ეჭვი არ მეპარება, რომ მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.
ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ამიტომ მათაც ვულოცავ, უბრალოდ დღეს ჩვენი დღე არ იყო. „არსენალთან“ ძირითადი შემადგენლობა? არ ვაპირებ მიკელ არტეტასთვის რაიმე უპირატესობის მიცემას, ამიტომ, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 29 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტუმრად ლონდონის „არსენალთან“ გამართავს.