ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უპასუხა.
ესპანეთის თასის ფინალის წინ მომხდარი სკანდალის შემდეგ ტებასმა ესპანურ მედიას უთხრა, რომ პერესს უბრალოდ სურს, რომ თავისი ფეხბურთი ჰქონდეს:
„მას არ მოსწონს ტებასი, რადგან ის იმას არ აკეთებს, რაც მას მას სურს. არ მოსწონს ჩეფერინი, რადგან არ აკეთებს იმას, რაც მას სურს. არ მოსწონს ლუზანი, რადგან არ აკეთებს იმას, რაც მას სურს. არ მოსწონს ტელეკომენტატორები, რადგან არ ამბობენ იმას, რაც მას სურს. არ სურს მსაჯობის რეფორმის წინსვლა, რადგან ეს არ არის ის, რაც მას სურს.
ახლა კი, მსაჯის ღია განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ „რეალის“ ტელევიზიის მხრიდან წნეხის ქვეშაა, ისე რეაგირებს, როგორც იცის: აუქმებს პრესკონფერენციას, მატჩისწინა ვარჯიშს სტადიონზე, უგულებელყოფს ესპანეთის თასის ფინალის ოფიციალურ წესებს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინალში არ ითამაშებს. ის არ აპროტესტებს, არ წუწუნებს, არამედ იმუქრება. მას არ სურს ფეხბურთის გაუმჯობესება, სურს თავისი ფეხბურთი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბევრი მას ეთანხმება“, - თქვა ტებასმა.