დღეს, 26 აპრილს, გერმანულ ბუნდესლიგაში 6 მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა.
„ბაიერნმა“ სანეს, ოლისესა და დაიერის გოლებით 3:0 მოუგო „მაინცს“ და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუხლოვდა.
მოქმედმა ჩემპონმა და მიუნხენელთა უშუალო მდევარმა, ლევერკუზენის „ბაიერმა“ ასევე შინ დაამარცხა „აუგსბურგი“ 2:0 (გოლები შიკი და ბუენდია).
„ჰოლშტაინ“ – „გლადბახის“ მატჩში (4:3) დუბლი შეასრულა ჰოლშტაინელთა იაპონელმა სიუტო მატინომ.
31 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს 75 ქულით „ბაიერნი“ ლიდერობს, ამდენივე თამაშის კვალად „ლევერკუზენს“ 8 ქულით ნაკლები აქვს და მეორე ადგილზეა.
გერმანია. ბუნდესლიგა. 31-ე ტური. 26 აპრილი: ბაიერი - აუგსბურგი 2:0, ბაიერნი - მაინცი 3:0, ჰოფენჰაიმი - დორტმუნდი 2:3, ვოლფსბურგი - ფრაიბურგი 0:1, ჰოლშტაინი - გლადბახი 4:3, აინტრახტი - ლაიპციგი მოგვიანებით გაიმართება






