ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „ლეიმა კორუნია“ 92:83 დაამარცხა.
მასპინძელთა შორის გიორგი შერმადინმა 26 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
სტუმართა შორის ბექა ბურჯანაძემ 23 წუთში 9 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბურჯანაძემ 2-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ტენერიფე“ 23 მოგებით და 6 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1 მაისს, „უნიკახას“ უმასპინძლებს. „ლეიმა კორუნია“ 6 მოგებით და 22 წაგებით ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 30 აპრილს, „სარაგოსასთან“ გამართავს.









