სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:17 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მწვრთნელმა მარესკამ „ევერტონთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩში „ევერტონთან“ (1:0) გამარჯვებაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. ვდომინირებდით, შანსები შევქმენით და გოლი არ გავუშვით.

მეორე ტაიმში იმპულსი დავკარგეთ, მაგრამ ეს თამაშის ნაწილი იყო. ცოტა უცნაური მატჩი გამოდგა, მაგრამ კარგი ის არის, რომ საკმარისად ძლიერები და აგრესიულები ვიყავით, როცა საჭირო იყო.

ჯამში, ვფიქრობ, რომ ამ თამაშში გამარჯვება დავიმსახურეთ და კმაყოფილები ვართ“, - ციტირებს მარესკას სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ჩელსი“ პრემიერლიგის ცხრილში 60 ქულით მეხუთე ადგილზეა. ევერტონი (38) მე-14 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098012