სხვა

11:05 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორე მარცხი და რეგრესი - ჭიკაძემ ონამასთან წააგო +VIDEO)

კარიერაში პირველად, UFC-ში გიგა ჭიკაძემ ზედიზედ მეორე ბრძოლა დათმო. კანზას სიტიში გამართული ღონისძიებაზე ქართველი ნინძას მეტოქე უგანდელი დავიდ ონამა იყო, რომელმაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით: 29:28, 29:28, 29:28 მოიგო.

https://m.youtube.com/watch?v=_eoY5OLNvZo&pp=ygUNZ2lnYSBjaGlrYWR6ZQ%3D%3D

სამრაუნდიანი დაპირისპირება შეიძლება ითქვას მოსაწყენი გამოდგა და ონამამ გამარჯვება მეტწილად სუფთა კონტროლის ხარჯზე მოიპოვა.
ეს მისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 მოგებაა და დიდი ალბათობით TOP 15-იც ვიხილავთ, ხოლო უშუალოდ UFC-ში ზედიზედ ოთხი მოგებით 6-2-ზე ბალანსი აქვს.

რაც შეეხება 36 წლის ნინძას, რომელიც მე-12 პოზიციას იკავებდა, დივიზიონის რეიტინგში დაქვეითება ელის. ახლა ჭიკაძის ანგარიშზე MMA-ში 15 გამარჯვება და 5 მარცხია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170283