მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი მომავალი მომდევნო კვირებში გაირკვევა:
„მეორე ტაიმში ვდომინირებდით და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. გუნდს ვერ გავაკრიტიკებ, ყველაფერი გავაკეთეთ. მტკივნეული წაგებაა, რადგან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, ძალიან ახლოს. ახლა ლა ლიგის მოგებაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ჩემი მომავალი? შემიძლია დავრჩე „რეალში“ ან შეიძლება წავიდე. ვნახოთ, ეს მომდევნო კვირების თემა იქნება და არა დღევანდელი“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის მიწვევა ბრაზილიის ნაკრებში სურთ და ადგილობრივ ფეხბურთის კონფედერაციას ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.






