მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ანტონიო რიუდიგერმა „ელ კლასიკოს“ ბოლოს მსაჯის შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა.
როგორც გერმანელმა მცველმა აღნიშნა, მის საქციელს გამართლება არ აქვს:
„გუშინდელი ჩემი საქციელის გამართლება არ არსებობს. ძალიან ვწუხვარ ამისთვის, მსაჯს ბოდიშს ვუხდი. მეორე ტაიმიდან ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, 111-ე წუთის შემდეგ ვეღარ შევძელი ჩემი გუნდის დახმარება და ბოლოს შეცდომა დავუშვი“, - თქვა რიუდიგერმა.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო რიუდიგერს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.