„მანჩესტერ სიტი“ ასოციაციის თასის ფინალში გავიდა. პეპ გვარდიოლას გუნდს შანსი აქვს ძალიან რთული სეზონი ტიტულით დაასრულოს, რასთანაც ძალიან ახლოსაა.
„სიტიმ“ ორივე ტაიმის სტარტზე თითო უპასუხა გოლი გაუტანა ნახევარფინალში „ნოტინგემს“, რომელიც 2:0 დაამარცხა. რიკო ლუისმა ანგარიში გახსნა, ხოლო იოშკო გვარდიოლმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„მანჩესტერ სიტი“ ასოციაციის თასის ფინალში „უემბლიზე“ 17 მაისს, „კრისტალ პალასს“ შეხვდება და აშკარა ფავორიტი იქნება.





