კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ სეზონის ბოლოს დატოვებს, უფრო მეტიც, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდეც.
საკლუბო მუნდიალი ივნისში დაიწყება, იტალიელი კი, გუნდიდან შესაბამისად მანამდე წავა, ლა ლიგის დასრულებისთანავე. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემები და ჟურნალისტები იტყობინებიან.
ანჩელოტის შედეგებით ფლორენტინო პერესი კმაყოფილი აღარ არის, ამრიგად, კარლოს ერა „სამეფო კლუბში“ დასასრულს მიუახლოვდა. დიდი შანსია, რომ მას ჩაბი ალონსო შეცვლის.
თუმცა, ანჩელოტი უმუშევარი არ დარჩება, არც აპირებს დასვენებას, ივნისიდან ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს. მხარეები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. ასე რომ, სულ მალე მას „სელესაოს“ თავკაცის რანგში ვიხილავთ.
კარლო ანჩელოტის მდიდარ კარიერაში სანაკრებო გამოცდილება არ აქვს, თუ არ ჩავთვლით კარიერის საწყის ეტაპს, როცა 1994 წელს, იტალიის ნაკრებში არიგო საკის ასისტენტი იყო.