"ბაიერნის" სამხრეთკორეელი ფეხბურთელის კიმ მინ-ჯეს შეძენით "ნიუკასლი" დაინტერესდა და მის გადმობირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდება.
აღნიშნულ ინფორმაციას TheSunFootball-ი ავრცელებს. მათი თქმით "კაჭკაჭებს" დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ და ამისთვის კიმის ვარიანტი ძალიან მოსწონთ.როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელები მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში აპირებენ.
ცნობისთვის, კიმ მინ-ჯე "ბაიერნის" რიგებს 2023 წელს "ნაპოლიდან" შეუერთდა, მას გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. სამხრეთკორეელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოვებით 45-50 მილიონამდე მერყეობს.






