სხვა

16:16 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოიგო

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში გაიმართა მეორე ტურის შეხვედრები, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ტურნირის მასპინძელი და ფავორიტი ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 5:0.

ამ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა ორჯერ და ორივეჯერ დამარცხდა. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს დებიუტანტებმა. დუბლით თავი გამოიჩინა ტიმურ ბეშაროვმა, რომელმაც წინა მატჩშიც ისლანდიის წინააღმდეგ შეძლო გოლითა და ასისტით თავის გამოჩენა. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებიდან დასახელდა ნაკრების დებიუტანტი ტიმურ ბეშაროვი. შეგახსენებთ, რომ ნაკრები აღნიშნული ტურნირში გამარჯვების მოსაპოვებლად გაძლიერდა ახალწვეული ლეგიონერებით.

შემდეგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებთან. შეხვედრა გაიმართება 30 აპრილს 08:30 საათზე. ტურნირში გამარჯვებული პირველადგილოსანი გუნდი აღზევდება მე-2 დივიზიონის A ჯგუფში. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09505