ხორვატიის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ისტრა“ „სლავენ ბელუპოს“ დაუზავდა, ხოლო გიორგი გაგუა საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 22-ე წუთზე ერთი შეხებით შესანიშნავი პასით მეკარეს პირისპირ შეატოვა სტეფან ლონჩარი, რომელმაც ანგარიში გახსნა. სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.
23 წლის თავდამსხმელს ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ისტრა“ 32 ტურის შემდეგ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 3 მაისს, ზაგრების „ლოკომოტივს“ ესტუმრება.