ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა გაბრიელ მარტინელიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მზად არიან და მაქსიმუმს გააკეთებენ.
„5-6 წლის ასაკიდან, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ოცნება იყო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მზად ვართ და აქ ყოფნას ვიმსახურებთ. „პარი სენ-ჟერმენს“ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ უკვე ვითამაშეთ საუკეთესო გუნდთან, რომელსაც ვინისიუსი, როდრიგო, მბაპე და სხვები ჰყავს, თავდაჯერებულები ვართ. ჩვენც მაგარი გუნდი გვყავს და საოცარი ფანები.
პსჟ-სთან ოქტომბერში მოვიგეთ, მაგრამ ახლა სხვა თამაში იქნება, ვიცით, რომ მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, ამიტომ, შეტევასა და დაცვაში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, - თქვა მარტინელიმ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.







