ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი „ბარსელონასა“ და „ინტერის“ შორის შესაძლოა გადაიდოს ესპანეთში ელექტროენერგიის გათიშვის გამო - წერს El Desmarque.
აღნიშნულია, რომ „ინტერი“ კატალონიის დედაქალაქში ჩასვლას დღეს შუადღისას გეგმავს, თუმცა ელექტროენერგიის პრობლემების გამო, რამაც უკვე გამოიწვია ფრენების გაუქმება, მათი მოგზაურობა შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, Reuter-ის ცნობით, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს იმ რეგიონებში, რომლებიც ამის მოთხოვნას წარადგენენ.
მატჩი 30 აპრილს არის დაგეგმილი და თბილისის დროით, წესით 23:00 საათზე უნდა დაუწყოს.
გუშინ ესპანეთში, პორტუგალიაში და ასევე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რამაც საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება გამოიწვია, მათ შორის ლისაბონსა და მადრიდში.