სენაკის სპორტის სასახლემ კუდოში ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს.
ტურნირის მსაჯთა შორის იყვნენ გამოცდილი ქართველი კუდოისტები ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.
ასევე სენაკში იმყოფებოდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია, რომელიც “საბრძოლო ხელოვნებების აკადემიის” დამფუძნებელი და მთავარი მწვრთლია. აღნიშნული კლუბის კუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს, თასები მედლები და სიგელები გადაეცათ;
გუნდურ ჩათვლაში ზუგდიდის კუდოს კლუბმა “კოლხეთმა” გაიმარჯვა. მთავარი მწვრთნელის, რომეო გაბლაის ხელმძღვანელობით , “კოლხეთის” კუდოისტებმა 11 ოქრო, 5 ვერცხლი 5 ბრინჯაო, ჯამში კი 21 მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ჩემპიონატი კუდოში საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის სრული მხარდაჭერითა, კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და სენაკის მინიციპანიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.









