სხვა

12:12 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. 8 მაისს „თბილისი არენაზე“ ჩვენი გუნდი საბერძნეთის წინააღმდეგ ისტორიულ მატჩს გამართავს. მოგების შემთხვევაში ქართველი ხელბურთელები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

მატჩამდე 10 დღე რჩება, ეროვნული ნაკრების წევრებმა კი „დედაენის ბაღში“ საჩვენებელი შეხვედრა გამართეს და გულშემატკივარი თამაშზე პირადად დაპატიჟეს - მათ მაყურებელს საჩუქრად საგულშემატკივრო ატრიბუტიკაც გადასცეს.

ქართველმა ხელბურთელებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები არიან, გადამწყვეტი მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყეს, ლეგიონერები კი ეროვნულ გუნდს 5 მაისიდან შეუერთდებიან.

ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე პირველად 2024 წელს ითამაშა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები 22:19 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090601