ფეხბურთი

12:48 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

როი კინმა იწინასწარმეტყველა, თუ ვინ ითამაშებს წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ირლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი როი კინი მიიჩნევს, რომ ლონდონის „არსენალი“ და კატალონიური „ბარსელონა“ ამ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

„არსენალი“-„ბარსელონას“ ფინალი ფაქტობრივად, წინასწარ არის განსაზღვრული. გახსოვთ, როგორი გიჟები იყვნენ „არსენალის“ ფეხბურთელები „რეალთან“ მატჩში? მათ უბრალოდ წალეკეს ყველა. „ბარსელონაც“ საოცარია“, - ციტირებს კინის სიტყვებს ბრიტანული ონლაინ გამოცემა Evening Standard.

„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარცხელიას პსჟ-ს შეხვდება. მატჩი დღეს, 29 აპრილს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

„ბარსელონა,“ თავის მხრივ, ფინალში თამაშის უფლებისთვის მილანის „ინტერს“ ხვალ დაუპირისპირდება.

თეგებიროი კინი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091708