ფეხბურთი

19:19 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთის" ზედიზედ მეორე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ფოთის „კოლხეთმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა უშუალო კონკურენტს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა, მატჩის ერთადერთი გოლი კი, 77-ე წუთზე გავიდა, რომელიც გიორგი აბუაშვილის აქტივშია. მან პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი - 1:0.

„კოლხეთმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვებით უკვე 11 ქულას მოუყარა თავი, მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „თელავს“ ასევე 11 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი აქვს.

0.086678