ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ სტუმრად „სარაგოსასთან“ 76:84 დამარცხდა.
ბურჯანაძეს კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 23 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 5-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ლეიმა კორუნია“ 6 მოგებით და 23 წაგებით მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 მაისს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.









