„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა გუნდის შეტევაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„ჩვენ ორიენტირებულები ვართ გუნდში მყოფი ფეხბურთელების დახმარებაზე. რასმუს (ჰოილუნდმა) ბოლო თამაშში გოლი გაიტანა. ხედავთ, რომ მას ნიჭი აქვს. ასევე არიან ჯოშუა (ზირკზე) და ჩიდოზე (ობი-მარტინი).
ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ფეხბურთელები, მაგრამ თითოეული მოთამაშის ინდივიდუალურად ინდივიდუალურად მიდგომა სჭირდება, თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ ვიყოთ ნამდვილად შეკრული გუნდი, რომელიც თავდამსხმელებს გოლის გატანაში დაეხმარება. გოლები გვაკლია და ამან ბევრი ქულა დაგვაკარგინა.
ჰოილუნდი ძალიან ბევრს შრომობს. მან დიდი როლი ითამაშა ჩვენს ზოგიერთ გოლში, განსაკუთრებით ამ ტურნირზე (ევროპა ლიგაზე), თავისი მოძრაობით. ვფიქრობ, ის კარგ ფორმაშია და კარგ განწყობაზეა, რომ შესანიშნავი თამაში ჩაატაროს“, - ციტირებს ამორიმის სიტყვებს Manchester Evening News.
დღეს, 1 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩს სტუმრად ესპანურ ბილბაოს „ატლეტიკთან“ გამართავს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.