სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:18 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგამ აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კანდიდატები დაასახელა

პრემიერლიგამ აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კანდიდატების სია გამოაცხადა.

ნომინანტებს შორის არიან რაიან აიტ-ნური („ვულვერჰემპტონი,“ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა), ჰარვი ბარნსი („ნიუკასლი,“ 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა), ალექსის მაკ ალისტერი („ლივერპული,“ 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა), ჯეიკობ მერფი („ნიუკასლი,“ 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა), მორგან როჯერსი („ასტონ ვილა,“ 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა), რაიან სესენიონი („ფულემი,“ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა) და იორგენ ლარსენი („ვულვერჰემპტონი,“ 4 გოლი).

გამარჯვებული 5 მაისს გულშემატკივრებისა და ექსპერტების ხმის მიცემით გამოვლინდება.

მარტში, პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“) დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098447