17:54 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი ყატარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი გახდა

ყატარის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, რომ „რეალ მადრიდის“ ყოფილი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ყატარის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა.

58 წლის ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული. მან თანამემამულე ლუის გარსია შეცვალა.

ლოპეტეგი ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დარჩენილ მატჩებში უხელმძღვანელებს. ყატარს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მხოლოდ პლეი-ოფის გავლით. მანამდე ლოპეტეგი „ვესტ ჰემს“ წვრთნიდა, საიდანაც იანვარში წავიდა.

0.08901