„პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.
იტალიელ კიპერს მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და პარალელურად, რამდენიმე ინგლისური კლუბი აკვირდება სიტუაციას. შესაბამისად, პარიზულ გუნდს სიტუაციის დაჩქარება მოუწევს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჯანლუიჯი დონარუმა 2021 წლის ზაფხულში უფასოდ დაიმატა, მას შემდეგ, რაც იტალიელ მეკარეს „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. ჯიჯომ პსჟ-ში დღემდე 151 შეხვედრა ჩაატარა.









