70 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი "ალ-ჰილალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას A Bola- ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "ალ-ჰილალი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ალ-აჰლისთან" დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. სეზონის დასრულებამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სეზონის ბოლომდე მოჰამედ ალ-შალჰოუბი შეასრულებს.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ალ-ჰილალს" კარლო ანჩელოტის დანიშვნა უნდა და მზად არიან იტალიელს წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადონ.
პორტუგალიელი მწვრთნელი "ალ-ჰილალში" 2023 წლიდან მუშაობდა.