ფეხბურთი

13:17 | 2.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ამორიმი: "ჰარი მაგუაიერი კარგი გარემარბია"

"ატლეტიკ ბილბაოსა" და მანჩესტერ "იუნაიტედის" ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (0:3) ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა მატჩი შეაფასა და კომენტარი ჰარი მაგვაიერის მომენტზე გააკეთა, პორტუგალიელის თქმით ინგლისელი კარგი გარემარბია.

"მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, რადგან ბილბაოს იიგივეს გაკეთება შეუძლია. ისინი საკმაოდ კარგ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ასე, რომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლოა ერთმა მომენტმა გადაწყვიტოს, წითელი ბარათის შემდეგ თამაში რადიკალურად შეიცვალა, ჩვენ უპირატესობა გამოვიყენეთ და სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ. მაგვაიერის მომენტი? ის კარგი ვინგერია (იცინის). მას კარიერაში ცუდი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია და გუნდის დახმარებას განაგრძობს."

მანჩესტერ "იუნაიტედსა" და "ბილბაოს" განმეორებითი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 8 მაისს გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093075