UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ Telemadrid-თან საუბარში დაადასტურა, რომ მომდევნო ორთაბრძოლას 28 ივნის UFC 317-ზე გამართავს.
ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივრებს მიმართა: "იმედი მაქვს, 28 ივნისს კიდევ ერთხელ გაგახარებთ."
ცნობისთვის, თოფურიამ მოსამზადებელი პერიოდი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაიწყო და როგორც ცნობილი ხდება მის მსგავსად მომდევნო ბრძოლისთვის ემზადებიან ჩარლზ ოლივეირა და ისლამ მახაჩევიც, თუმცა ილიას მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერაც უცნობი რჩება.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა. "ლეგენდამ" ბოლო ბრძოლა ოქტომბერში გამართა, სადაც მაქს ჰოლოვეი ნოკაუტით დაამარცხა.