სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:35 | 2.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ბოლო ტურში სკუდეტო მომიგია და წამიგია, ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ 4 თამაში დარჩა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლეჩესთან“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ სეზონში მთავარი - არა:

„სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? არა, 4 მატჩი დარჩა, ყველასთვის. როგორც ჩვენთვის, ასევე „ლეჩესთვის“ არ შეიძლება ეს იყოს მთავარი მატჩი, მაგრამ მნიშვნელოვანი კი არის, ორივე გუნდის, რომლებიც განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან.

„ინტერის“ შესახებ საჭიროა კომპლიმენტების თქმა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს, ეს კარგია პრესტიჟისთვის და ნიშნავს, რომ იტალიის ჩემპიონატი მაღალ დონეზეა. „ნაპოლი“ კი, შესანიშნავად მუშაობს, რადგან ასეთ გუნდს კონკურენციას უწევს. ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

თუმცა, მთავარ მიზნებს უკვე მივაღწიეთ, ნაადრევად, ჩემპიონთა ლიგაზე გავედით და იცით, ეს კლუბებისთვის ეკონომიკურად რამდენად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მიზანი იყო, მეტოქეებისთვის უსიამოვნება შეგვექმნა, რაც მოვახერხეთ. კიდევ 4 თამაში დარჩა, მქონდა გამოცდილება ბოლო ტურში მომეგო და წამეგო კიდეც სკუდეტო. საბოლოოდ, ჩემპიონი ერთი გუნდი ხდება, არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ „ინტერს“ 3 ქულით ჩამოვრჩებოდით.

„ლეჩესთან“ თამაში ჩემთვის ყოველთვის განსხვავებულია, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე, იქ ჩემი მშობლების სახლია, ბევრი მეგობარი მყავს და შვებულების ბევრ დროს ლეჩეში ვატარებ. რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ, ეს ქალაქი მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ტურინში ვცხოვრობ. მე „ლეჩეს“ სტადიონზე და ამ გუნდში გავიზარდე, ჩემთვის ყოველთვის ემოციურია იქ დაბრუნება“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ლეჩესა“ და „ნაპოლის“ მატჩი 3 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.097948