სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:19 | 2.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი დისკომფორტს განიცდის, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ეს ლოგიკურია"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ „ტენერიფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ გიორგი ქოჩორაშვილს გარკვეული დისკომფორტი აქვს, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ეს ლოგიკურია.

„ორიოლი, დელა, გიორგი და ივანი გარკვეულ დისკომფორტს განიცდიან, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ეს ლოგიკურია. ზომები უნდა მივიღოთ, რომ ვნახოთ ვინ არის 100%-ით მზად. გვჭირდება ხალხი, რომლებიც 100%-ის გაღებას შეძლებენ.

სატურნირო ცხრილში იქ ვართ, სადაც გვინდა რომ ვიყოთ. ეს ძალიან კარგი სიტუაციაა, რომელზეც სეზონის წინ ყველანი თანახმა ვიქნებოდით. ბევრი არ ელოდა სექტემბერში, რომ ახლა ამგვარი სიტუაცია გვექნებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ვიბრძოლებდით. ყველას ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება, თუმცა ერთმანეთი გვჭირდება.

ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფეხბურთელები პასუხისმგებლობას გრძნობენ, მაგრამ არ მინდა, მათთვის ეს ტვირთი იყოს. ხუთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვიცით, რა გვინდა“, - თქვა კალერომ.

შეგახსენებთ, რომ „ლევანტე“ 37 ტურის შემდეგ 66 ქულით მეორე ადგილზეა და „ტენერიფეს“ 4 მაისს დაუპირისპირდება.

0.089394