„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ მათი თამაშის სტილი ბევრს სარისკოდ ეჩვენება, მაგრამ თავად მოსწონს ის, თუ როგორ თამაშობს მისი გუნდი:
„ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ სარისკო თამაშის სტილი გვაქვს. გერმანიაშიც კი არის ასეთი სათაურები. თუმცა, თუ სხვა გუნდებს, მაგალითად, „რეალს“ შევხედავთ, ვფიქრობ, რომ მათაც ბევრი გოლი გაუშვეს. განსაკუთრებული განსხვავება არ არის.
თავის მხრივ, ბევრი გოლი გავიტანეთ. ჩვენი ფეხბურთი შეიძლება სარისკოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მომწონს ჩვენი თამაშის სტილი. კარგად და ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ, როგორც გუნდმა. ეს არის მთავარი“, - თქვა ფლიკმა.