ინგლისური ჩემპიონშიფის 46-ე ტურში „უოტფორდმა“ „შეფილდ უენსდის“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
ნახევარი საათის თავზე ანგარიში სტუმარმა ჯოშ უინდასმა გახსნა, პირველი ტაიმის დამატე ბულ წუთზე კი მუსა სისოკომ გაათანაბრა.
გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე არ ითამაშებს. „უოტფორდი“ 57 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილეა და მოგეხსენებათ, პლეი-ოფში ვერ მოხვდა.