იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის მატჩში ლიდერმა „ნაპოლიმ“ სტუმრად „ლეჩე“ ჯაკომო რასპადორის ერთადერთი გოლით 0:1 დაამარცხა, 77 ქულა მოაგროვა და 6 პუნქტით გაუსწრო უშუალო მდევარ „ინტერს,“ რომელიც დღესვე, 3 მაისს მოგვიანებით უმასპინძლებს „ვერონას.“
„ნაპოლიმ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ. სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე ანტონიო კონტეს გუნდს ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს.
ამ შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება - საფრანგეთისა და იტალიის...