ფეხბურთი

23:02 | 3.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსიამ“ სტუმრად „ლას-პალმასი“ დაამარცხა

ესპანური პრიმერას 34-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სტუმრად დაამარცხა „ლას-პალმასი“ 2:3, 42 ქულა მოაგროვა, ორი ადგილით აინაცვლა ცრილში და მე-12 ადგილზე დადგა.

მამარდაშვილმა მატჩი თავდაჯერებულად ჩაატარა, გაშვებულ გოლებში მას ნაკლებად თუ დავადანაშაულებთ. მასპინძელთა გატანილი სამი გოლიდან ერთი პენალტი გახლდათ.

ჯამში ქართველმა ერთი მოგერიება შეასრულა და რამდენჯერმე ხიფათი განმუხტა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ მიჯრით მეცხრე წაუგებელი მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091471