ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში „არსენალმა“ და „ბორნმუთს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
34-ე წუთზე „არსენალის“ ნახევარმცველმა დეკლან რაისმა გახსნა ანგარიში. 67-ე წუთზე „ბორნმუთის“ ცენტრალურმა მცველმა დინ ჰაისენმა გაათანაბრა. 75-ზე კი სტუმართა თავდამსხმელმა ევანილსონმა თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
შესაძლოა, „მეთოფეების“ თამაშზე იმანაც იმოქმედა, რომ მომავალ ოთხშაბათს მათ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ელით სტუმრად, შინ ისინი 0:1 დამარცხდნენ.
„არსენალს“ 35 მატჩის შემდეგ 67 ქულა აქვს. გუნდი ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. „ბორნმუთმა“ ქულების რაოდენობა 53-მდე გაზარდა და ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა.






