სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:45 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესის გარეშე „ინტერმა“ „ვერონა“ დაამარცხა და „ნაპოლის“ 3 ქულამდე მიუახლოვდა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ინტერი“ და „ვერონა“ შეხვდნენ, დასრულდა. მილანელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეცხრე წუთზე გავიდა. ბურთი „ინტერის“ ალბანელმა ნახევარმცველმა კრისტიან ასლანიმ გაიტანა, მან ზუსტას დაარტყა პენალტი.

ამ გამარჯვების შემდეგ „ინტერს“ 74 ქულა მოუგროვდა და ლიდერ „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1627