ფეხბურთი

1:20 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ლა ლიგის აუტსაიდერ „ვალიადოლიდთან“ რთული გამარჯვება მოიპოვა

ვალიადოლიდში, ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩი დასრულდა, რომელშიც ამავე სახელწოდების ადგილობრივი კლუბი „ბარსელონასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა, თუმცა ბრძოლა რთული გამოვიდა.

მასპინძლებმა ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნეს ივან სანჩესის გოლით. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 54-ე წუთზე შეძლეს რაფინიას წყალობით. 61-ე წუთზე კი კატალონიელებმა გამარჯვების ბურთი გაიტანეს. თავი ფერმინ ლოპეს მარტინმა გამოიჩინა.

ამგვარად, „ბარსელონამ“ 79 ქულა დააგროვა და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მათ მდევარ „რეალ მადრიდს“ 72 ქულა აქვს, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები. კატალონიელებს ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, ხოლო „რეალ მადრიდს“ - ხუთი. „ვალიადოლიდს“ 16 ქულა დარჩა და ბოლო ადგილს იკავებს. ელიტურ დივიზიონში დარჩენის თეორიული შანსიც კი უკვე დაკარგული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158262