ფეხბურთი

10:25 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე მეტი გოლი საჯარიმოს გარედან: დავითაშვილის ფასეული შედეგი ლიგა 1-ში

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „მონაკოსთან“ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის სეზონში მე-9 იყო.

აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი სწორედ დავითაშვილს აქვს გატანილი - 4.

ზურიკოს შემდეგ მოდიან ამინ გიური (მარსელი) და გაეტან პერინი (ოსერი), რომლებმაც საჯარიმოს გარედან 3-3 გოლი გაიტანეს. ლიგა 1-ის დასრულებამდე მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, ასე რომ, შეიძლება ზურიკომ ეს პოზიცია სეზონის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნოს.

ზურიკომ მიმდინარე სეზონში 3 გოლი „ოსერს“ გაუტანა, ორი „ანჟერს“, ხოლო თითო ბურთი პსჟ-ს, „ლილის“, „სტრასბურის“ და „მონაკოს“ წინააღმდეგ მიითვალა. საჯარიმოს გარედან გატანილი 4 გოლი კი, „მონაკოს“, პსჟ-ს, „ანჟერისა“ და „ოსერის“ წინააღმდეგ მოდის.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი გარდა, შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.

„სენტ ეტიენი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 27 ქულით გასავარდნ ზონაშია, ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, სტუმრად „რეიმსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099796