სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:10 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "როდესაც ამდენ ცვლილებას აკეთებ, რაღაცები ისე არ მუშაობს, როგორც ყოველთვის"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ვალიადოლიდთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, კმაყოფილია, რადგან მოიგეს და „ინტერთან“ მატჩის წინ ფეხბურთელების დასვენებაც მოახერხა:

„მიზანი იყო სამი ქულის მოპოვება და შესაბამისად, გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო. იმედგაცრუებული არ ვარ, ყოველთვის ძნელია, როცა ბევრ ცვლილებას აკეთებ. ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს რთულ სიტუაციაში. შეცდომები დავუშვით, მაგრამ საბოლოოდ მოგება მოვახერხეთ.

როდესაც ამდენ ცვლილებას აკეთებ, რაღაცები ისე არ მუშაობს, როგორც ყოველთვის, ავტომატიზმები იცვლებიან. თუმცა კმაყოფილი ვარ, რომ „ინტერთან“ მატჩის წინ ფეხბურთელების დასვენება შევძელით. პედრი და დე იონგი 45 წუთის სათამაშოდ მოვამზადეთ, რაფინიამ ერთი ტაიმი დაისვენა, იამალმა ცოტა მეტი ითამშა დანი როდრიგესის ტრავმის გამო, მაგრამ პოზიტიურია, რომ რიტმი არ დავკარგეთ. გავის ტრავმა არ მიუღია, კარგადაა, თუმცა ხვალ სამედიცინო შემოწმებას მაინც გაივლის.

ტერ შტეგენი დაბრუნდა და დაამტკიცა, რომ მაგარია, თუმცა „ინტერთან“ და „ელ კლასიკოში“ შჩესნი ითამაშებს“, - თქვა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094103