ფეხბურთი

19:17 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

34-წლიანი პაუზის შემდეგ "პიზა" სერია A-ში დაბრუნდა

„პიზა“ 34-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდა. სერია B-ს 36-ე ტურში ფილიპო ინძაგის გუნდი სტუმრად „ბარისთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ მისი კონკურენტი „სპეციაც“ უქულოდ დარჩა.

შედეგად, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „პიზა“ „სპეციას“ 9 ქულით უსწრებს, რაც საკმარისი უპირატესობაა. ასე რომ, ინძაგიმ „პიზა“ დიდი ხნის შემდეგ ელიტაში დააბრუნა.

სერია A-ს ასევე დაუბრუნდა „სასუოლო“, რაც აქამდეც იყო ცნობილი, ხოლო მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფით გაირკვევა, რომელშიც მესამე-მერვე ადგილოსნები ითამაშებენ. აქვე ვთქვათ, რომ სერია A-დან სერია B-ში გავარდა "მონცა".

დღეს, ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ შინ „მანტოვა“ 2:0 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „სალერნიტანა“ 39 ქულით მე-17 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში და მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტ „სამპდორიას“ ესტუმრება, რომელიც გასავარდნ ზონაშია და რომელსაც ორი ქულით უსწრებს...

„ფროზინონე“ შინ „ჩიტადელას“ დაუზავდა (1:1), გიორგი კვერნაძემ 64-ე წუთამდე ითამაშა და პენალტი მოიპოვა, რომელსაც მისი გუნდის გოლი მოჰყვა. „ფროზინონესაც“ რთული სიტუაცია აქვს, სამშვიდობო ზონაშია 40 ქულით, მაგრამ ერთადერთი ქულით უსწრებს პლეი-აუტის ზონას, გასავარდნს - სამით. მომდევნო ტურში კი, 9 მაისს, „პალერმოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.061731