სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:48 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძემ პენალტი მოიპოვა, "ფროზინონემ" ვერ მოიგო (+VIDEO)

იტალიის სერია B-ს 36-ე ტურში „ფროზინონე“ „ჩიტადელას“ დაუზავდა, გიორგი კვერნაძემ კი პენალტი მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელის აქტიურობის შედეგად დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჯუზეპე ამბროზინომ ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა, მაგრამ დამატებაზე ის პირველი იყო და გოლი მაინც გაიტანა, რითაც ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარში სტუმრებმა გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დასრულდა.

კვერნაძის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 3 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტია.

„ფროზინონე“ 40 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში სტუმრად „პალერმოს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095863